21:32 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 09:43:26, 377 ნახვა

სხვადასხვა
ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა

ბელგიური გამოცემები Bruxselles Today და La DH წერენ რომ ქართულმა ოჯახმა ბრიუსელის სენ ჟილის ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა. ბელგიური მედიის ცნობით, ისტორიული შენობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეიძინა.

1906 წელს აშენებული შენობა გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, რომელიც აერთიანებს Art nouveau-ს, Art déco- სა და მავრიტანულ სტილს. ბელგიური გამოცემის ცნობით, უძველესი თეატრის შენობა ხაზარაძეების ოჯახმა გადაიბარა და მის განახლებას გეგმავს.

„Aegidium ისტორიითა და ემოციებით დატვირთული ადგილია. ჩვენი სურვილია აღვადგინოთ ისე, რომ შევუნარჩუნოთ  სული“, — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

პროექტის დეტალები და განხორციელების ვადები ჯერ დაზუსტებული არ არის. ბელგიურ გამოცემებში აღნიშნულია, რომ ქართული ღონისძიებები ამ შენობაში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იმართებოდა, როდესაც Aegidium-ი ჯერ კიდევ Diamant Palace-ის სახელს ატარებდა.

Aegidium ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, თუმცა წლების განმავლობაში მივიწყებული არქიტექტურული მარგალიტია, რომელიც ბელ დეპოკის (Belle Époque) ეპოქის ღამის ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. შენობა მდებარეობს სენ-ჟილის (Saint-Gilles) რაიონის ცენტრში და ცნობილია თავისი უნიკალური, ეკლექტიკური ინტერიერით, სადაც რამდენიმე განსხვავებული ეპოქა და სტილი ერწყმის ერთმანეთს. 

  • 1905 წელი (დაარსება): არქიტექტორმა გიიომ სეგერსმა შენობის მშენებლობა პირველი მფლობელის, ლეონ ბეჟა-დეჟონგის შეკვეთით დაიწყო. თავდაპირველად მას Diamant Palace ერქვა და საკონცერტო სივრცედ გამოიყენებოდა.
  • 1913–1920-იანი წლები: ნაგებობა ბრიუსელის ღამის ცხოვრების ეპიცენტრად იქცა. პირველმა მფლობელმა მავრიტანული დარბაზი კინოთეატრად გადააკეთა. მოგვიანებით შენობას სახელი შეეცვალა და გახდა Panthéon Palace, სადაც ბრიუსელის საუკეთესო საცეკვაო საღამოები იმართებოდა.
  • 1929 წელი (ეკლესიის მფლობელობა): კომპლექსი შეიძინა ადგილობრივმა მღვდელმა (კანონიკოსმა). მან სახელი შეცვალა და უწოდა Aegidium – სენ-ჟილის მფარველი წმინდანის, წმინდა ჟილის (ლათინურად Aegidius) პატივსაცემად. აქ განთავსდა სამრევლო და სათემო აქტივობების ცენტრი.
  • 1933–1979 წლები: შენობა კვლავ მოდერნიზდა არქიტექტორ ლეონ დენისის მიერ და აქტიურად ფუნქციონირებდა როგორც პოპულარული კინოთეატრი.
  • 1985 წელი (მიტოვება): სარესტავრაციო სამუშაოების გამო შენობა დაიკეტა, თუმცა ფინანსების არქონის გამო პროექტი გაჩერდა. Aegidium 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული და საზოგადოებისთვის დახურული დარჩა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics