01:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-22 13:29:29, 275 ნახვა

პოლიტიკა
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები

18 ევროპარლამენტარი ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს, შეაფასოს სანქცირებული, სამთავრობო და პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედისა და მასთან დაკავშირებული აქტორების საქმიანობა შესაძლო დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიების ფარგლებში.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მათი [იმედის] ნარატივები ხშირად ზუსტად აკოპირებს კრემლის მიერ დადგენილ დეზინფორმაციულ მეთოდებს. ამ კონტექსტში ისინი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ ტელეკომპანია იმედის როლზე.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საგარეო ქმედებათა სამსახურსა და საბჭოს, ჩაატარონ იმედისა და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის ოფიციალური სამართლებრივი შეფასება, რათა განისაზღვროს შემდგომი ზომების გატარება.

„ეს ნარატივები ხშირად ზუსტად აკოპირებს კრემლის დადგენილ დეზინფორმაციულ მეთოდებს: ევროკავშირის წარმოჩენას ეროვნული სუვერენიტეტის საფრთხედ, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას, თითქოს ისინი უცხოეთიდან იმართებიან, თავდასხმებს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე და დემოკრატიული რეფორმებისა თუ ევროინტეგრაციის წარმოჩენას არასტაბილურობის წყაროდ.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია „იმედის“ როლი ამ ეკოსისტემაში. საჯარო მონიტორინგი ადასტურებს მესიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევას, საქართველოს ევროპული გზის დასუსტებას და საინფორმაციო სივრცის პოლარიზაციას - ზუსტად იმ უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების ტაქტიკით, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროკავშირმა მაუწყებლობა უკვე შეუჩერა „Russia Today“-სა და „სპუტნიკს“, როგორც რუსეთის უწყვეტი და შეთანხმებული აგრესიის ინსტრუმენტებს. მოვუწოდებთ საგარეო ქმედებათა სამსახურსა და საბჭოს, ჩაატარონ „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის ოფიციალური სამართლებრივი შეფასება, რათა განისაზღვროს შემდგომი ზომების გატარება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები შემდეგი პოლიტიკური ჯგუფებიდან: ევროპის სახალხო პარტია, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები, სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და ლიბერალები

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics