14:56 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-21 10:54:17, 452 ნახვა

მსოფლიო
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა

გერმანიის კანცლერმა მერცმა უკრაინას შესთავაზა  ევროკავშირის სტრუქტურებში პირდაპირი როლის მინიჭება, როგორც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული შუალედური ნაბიჯი, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას.

ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში მერცმა შესთავაზა უკრაინას ახალი „ასოცირებული“ სტატუსის მინიჭება, რაც უკრაინელ ჩინოვნიკებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის სამიტებსა და მინისტერიალებში, მაგრამ არ მისცენ ხმა. მან ასევე შესთავაზა, რომ ევროკავშირის წევრებმა აიღონ „პოლიტიკური ვალდებულება“, გამოიყენონ ბლოკის ურთიერთდახმარების პუნქტი უკრაინაზე „უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიის შესაქმნელად“.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შეუფერხებელი გზა შეიძლება გადამწყვეტი იყოს უკრაინის პრეზიდენტისთვის ზელენსკისთვის, რათა დაარწმუნოს უკრაინელები მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ დაიბრუნებს კონტროლს მთელ თავის ტერიტორიაზე და არ შეუერთდება ნატო-ს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
უკრაინის მასშტაბით ყოველდღე წუთიერი დუმილი გამოცხადდება
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics