13:38 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-18 19:47:49, 2514 ნახვა

ეკონომიკა
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს ბანკი აგრო სექტორის მხარდაჭერასა და ქვეყანაში თანამედროვე აგრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს.  ამჯერად, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის (IBO) თავმჯდომარე, მარიო სტეტა ეწვია.

ვიზიტის მიზანს საქართველოს, როგორც მოცვის ინდუსტრიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და გლობალურ ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში მარიო სტეტამ ასოციაციის წევრ კომპანიებთან, სექტორის წარმომადგენლებთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამართა შეხვედრები. მან ასევე მოინახულა მოცვის ფერმები, სანერგეები და ინფრასტრუქტურა, სადაც გაეცნო ქართული მოცვის წარმოების შესაძლებლობებს, ხარისხის მართვის პროცესსა და საექსპორტო პოტენციალს.

„საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვუმასპინძლეთ. გვჯერა, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ქართული მოცვის საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ ქართული აგრობიზნესის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე აისახება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ქართული აგროსექტორის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics