22:12 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-20 19:46:06, 593 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის ლაივში 26 მაისის აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. 

"მე გამოვდიოდი აქციებზე და სხვათა შორის, ჩემს დაძახებულზე მოდიოდა ხალხი. მე ხალხს არასდროს დავპირებივარ, რომ აქციაზე გამოსვლის შემდეგ რაღაც სასწაული მოხდება. მოსვლა ამ თარიღებში [26 მაისი] არის აუცილებელი, რადგან ეს არის იმის დასტური, ჩვენება, რომ ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით იმ ერთი რამისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა - 31 მარტი არის დამოუკიდებლობა, 26 მაისი არის დამოუკიდებლობა , 9 აპრილი არის დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ დღეში როდესაც ვართ, როდესაც რუსული ხელისუფლების, რუსული რეჟიმის ხელში ვართ, არ შეიძლება ამ თარიღებზე არ გამოვიდეთ.

თუ ვინმეს აქვს საშუალება იმდენი ხალხი გამოიყვანოს, როგორიც გამოდიოდა, უნდა გამოეყვანა და გამოიყვანოს. არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მე ჩვეულებრივ გამოვალ რუსთაველზე, რადგან არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ და არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ფოტოებს ვიღებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველზე ჩამოვიარო. ასევე საღამოს ვიქნები იქ, სადაც ყველა იქნება. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი ყველას ერთად ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიცავთ, და დავიცავთ მუდამ",, - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics