23:19 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 20:18:00, 3990 ნახვა

სამხედრო
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა

The Guardian-ის ცნობით, კრემლი უკიდურესად შიშობს, რომ დრონებით თავდასხმა 9 მაისის აღლუმს ჩაშლის და ტრიუმფის ნაცვლად, პუტინი დამცირდება და შერცხვება.

ათწლეულების განმავლობაში პირველად, მოსკოვმა გადაწყვიტა მკვეთრად შეემცირებინა აღლუმზე სამხედრო მანქანების რაოდენობა სწორედ უკრაინული დრონების შიშის გამო.

გაზეთი წერს, რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ „მადიარ“ ბროვდი კრემლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა.

ბრიტანული გაზეთი ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, ის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მოწინააღმდეგედ ითვლება.

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა დრონები თავს დაესხნენ ნავთობის ობიექტებს, პორტებსა და სამხედრო აეროდრომებს რუსეთის სიღრმეში, მათ შორის ფრონტიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით.

რობერტ ბროვდი, ცნობილი ზედმეტსახელით „მადიარი“,  უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ფიგურაა. იგი ხელმძღვანელობს უპილოტო სისტემების ძალებს (SBS) — უკრაინის არმიის ახალ, დამოუკიდებელ შტოს.

ბროვდი კურირებს შორ მანძილზე მოქმედი დრონების კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკული და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას ფრონტის ხაზიდან 1500-2000 კმ-ის სიღრმეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics