|
2026-05-19 17:18:24, 796 ნახვა
საზოგადოება
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების და პატრიარქის შეხვედრა დასრულდა. მშობლების თქმით, საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. მშობლებმა აღნიშნეს, რომ საპატრიარქო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა ეს "ჩატეხილი ხიდი", რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, აღდგეს. "დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული და უთბილესი პატრიარქთან. საპატრიარქო დაგვპირდა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა რაც გვაქვს ყველაფერში მიიღებენ მონაწილეობას. უმოკლეს დროში რაც მოხდება, შეიქმნება სამუშაო გუნდი, სადაც მიიღებს მონაწილეობას საპატრიარქო, სპეციალისტები და ასევე მშობლები. საპატრიარქო დაგვიდგება გვერდში, ჩვენი პრობლემების გადაჭრაში მინაწილეობას მიიღებენ და ჩვენთან ერთად იმუშავებენ", - თქვა დიუშენის სინდრომით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თაკო გოგოლაძემ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ. საუბარია ასი ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებსაც აქვთ ეს დაავადება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)