|
2026-05-08 14:47:20, 1428 ნახვა
საზოგადოება
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ გაიმართა. კონფერენცია თიბისისთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და თეგეტასთან პარტნიორობით და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, საერთაშორისო სპიკერები, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, ბიზნესასოციაციების, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური ინდუსტრიის პროფესიონალები, სტარტაპერები, მეწარმე ქალები, ინოვატორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. კონფერენციის თემატური სესიები მიეძღვნა ტექნოლოგიებში თანასწორობისა და ჩართულობის მნიშვნელობას, მრავალფეროვანი გუნდების როლს ინოვაციებსა და ბიზნესების წარმატებაში, გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც ქალები ტექნოლოგიებში გენდერული სტერეოტიპების გამო აწყდებიან, მათი დაძლევის გზებსა და წარმატებულ მაგალითებს. თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ტექნოლოგიური კომპანია, აგრძელებს ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერების მხარდაჭერას - როგორც ინოვაციური გარემოს შექმნით, ისე პროფესიული განვითარების ხელშეწყობით. მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიური სფერო იყოს სივრცე, სადაც ქალებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, ლიდერობის გამოვლენა და ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ. სწორედ, მრავალფეროვანი გუნდი, ახალი ხედვები და და ადამიანებზე ორიენტირებული კულტურა ქმნის იმ ძალას, რომელიც ინოვაციას რეალურ შედეგად აქცევს.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)