14:49 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-20 09:24:53, 300 ნახვა

სამხედრო
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს

ამერიკელი ჯარისკაცების ირანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ განსახილველ ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს, განაცხადა საერთაშორისო საქმეთა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დენიელ ზიმერმანმა კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემისას. „პრეზიდენტს ყველა შესაძლო ვარიანტი აქვს“, - განაცხადა მან წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე კანონმდებლების კითხვების საპასუხოდ.

როგორც The New York Times-მა 16 მაისს წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან ამ კვირაში. ერთ-ერთი სცენარია აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმების გაგზავნა მიწისქვეშა ბირთვული მასალების მოსაძებნად (კერძოდ, ისპაჰანის ობიექტზე). ალტერნატივაა ირანის ინფრასტრუქტურის უფრო აგრესიული დაბომბვა.

მაისის დასაწყისში, გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ 50 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი, ორი ავიამზიდი, 10-ზე მეტი გამანადგურებელი და ათობით საბრძოლო თვითმფრინავი „მზად არიან განაახლონ ირანის წინააღმდეგ ძირითადი საბრძოლო ოპერაციები, თუ ამის ბრძანება მიეცემათ“.

ამჟამად, 5000 საზღვაო ქვეითი და 2000 მედესანტე 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიიდან ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. NYT-თან საუბრისას სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, ამ ძალებს შეუძლიათ ჩაატარონ ოპერაცია ირანის ბირთვული მასალების ისპაჰანში ჩამორთმევის მიზნით და ასევე გამოიყენონ ისინი ხარგის კუნძულის, ირანული ნავთობის ექსპორტის ცენტრის, ხელში ჩასაგდებად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics