10:53 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 17:14:38, 536 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განცხადების გაკეთების უფლება ითხოვა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ელისაშვილმა სიტყვის თქმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც სასამართლოში ჩვენებმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა მისცა. 

"გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო.ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი",  - თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა, გიორგი რიჟამაძემ. ის იმ სამი მანდატურიდან ერთ-ერთია, ვინც ალეკო ელისაშვილი სავარაუდო ფაქტის განხორციელების დროს, სასამართლოს კანცელარიის შენობაში დააკავა.

ელისაშვილმა სიტყვები მაშინ თქვა, როცა ის ესკორტის სამსახურის თანამშრომლებს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდათ.

"სინანული არ მაძინებს ისე ვნანობ, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად. ბატონო [მოსამართლე], რამ შეგაშინათ ისე, რომ მეოთხე სხდომაა, სიტყვას არ მაძლევთ, მაგრამ ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი.

მდინარაძეს გადაეცით, ამის სინანული მაქვს საშინელი, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს. ამ მანდატურ ბიჭს კიდევ უთხარით, უხერხულია ტყუილები. იარაღი ამოვიღე და დავდე არა ის",- თქვა ელისაშვილმა.

ცნობისთვის,  ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics