10:24 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 08:39:59, 9775 ნახვა

სპორტი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

საფეხბურთო სამყარო გლოვობს ალექს მენინგერს, „არსენალის“, „იუვენტუსის“, „ტორინოს“, „სიენას“ და ავსტრიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მეკარეს. ის 48 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, მისი მანქანა ზალცბურგის მახლობლად, რკინიგზის გადასასვლელთან მატარებელს შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მივიდნენ და მენინგერის სიცოცხლის შენარჩუნება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სამართალდამცავებმა დასძინეს, რომ მატარებლის მძღოლი უვნებელი დარჩა.

„არსენალში ყველა შოკირებული და ღრმად დამწუხრებულია ყოფილი მეკარის, ალექს მენინგერის ტრაგიკული გარდაცვალებით“, - დაწერა „არსენალმა“ X-ზე. „ჩვენი ფიქრები მის ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთანაა ამ წარმოუდგენლად სამწუხარო დროს. მშვიდად განისვენე, ალექს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics