16:43 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 12:54:07, 307 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი

კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი"  - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

"ამ დილით ირაკლი კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას - შეაფასეთ კოპენჰაგენში დანიის პოლიციის ძალადობრივი.

ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი (ასეთი კი კობახიძეს უამრავი დაუგროვდა), და თან საშიში ინდიკაციების შემცველი სიგიჟე:

 ამ მთავრობასთან დიალოგი არ იქნება, - ეს პასუხი მიიღეს ქოცებმა ბრიუსელიდან და, სავარაუდოდ, ელოდებიან მის ღიად გახმოვანებას (საჯარო განცხადებას) ბრიუსელისგან. ამით განიმარტება ის აბსურდი, რომ თითქოს ფონ დერ ლაიენი არ არის ლეგიტიმური თანამოსაუბრე და ევროკავშირი მისგან განცალკევებით უნდა იქნას აღქმული („ევროკავშირი არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ ხალხს ეკუთვნის"). მოკლედ, წერილი, პირველ რიგში, ადგილობრივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, რათა საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეგვაგუოს.

 მარცხთან შეგუების ნაწილია გზავნილები გზავნილები უკვე ღრმად კონსერვატიული ჯგუფებისთვის: უარს გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თავად არ გვჭირდება ევროპა. „სქესობრივი იდენტობების შესუსტება", „მიგრაცია", „ისტორიული მეხსიერების დაკნინება" და მთელი ის ნარატივი, რომ დასავლეთი დაცემულია, ჩვენ კი ნამდვილი ევროპული ღირებულებების მცველები ვართ.

 "ისინიც იგივეს აკეთებენ" ტიპის იდენტურობის შექმნის მცდელობა: ჩვენ თუ ვძალადობთ, ისინიც ძალადობენ. საინტერესოა, ეს მხოლოდ წარსულ ძალადობებს ეხება, მიმდინარე დაჭერებს და პოლიტიკურ პატიმრობებს, თუ კიდევ აქვთ ქოცებს დაგეგმილი ძალადობრივი დარბევები და პოლიტიკური პატიმრობები? ამას მალე ვიხილავთ.

 "სიმეტრიული" პასუხი დანიას, კობახიძის "პირადულის" ელემენტებით: ეს განცხადება მოჰყვა დანიის ოფიციალური პირების (მათ შორის, ევროპულ საქმეთა მინისტრის) მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ მკაცრ კრიტიკას. ასევე, შეგახსენებთ, რომ შარშან კობახიძე თავად მონაწილეობდა დანიაში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე. თუმცა, დანიის საგარეო უწყებამ მაშინვე განმარტა, რომ ეს ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის ოფიციალურ, კრიტიკულ პოზიციას საქართველოში მიმდინარე რეპრესიებთან და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით და ქოცების მთავრობა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო და პირადად კობახიძე კიდევ - ძალიან უხერხულში.

 შეჯამებისთვის: ცხადია, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი კობახიძის ამ ღია წერილს დაცინვის ღირს სიგიჟედ ჩათვლის, მაგრამ, სამწუხაროდ, სიგიჟე მხოლოდ ფორმაა, შინაარსი კი უმძიმესი საფრთხეა: საქართველო ევროპის მიღმა რჩება" | წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

 დღეს ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართა:

 "საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის - რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?"  - დაწერა კობახიძემ ღია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Miami Ad School ახალ ლოკაციაზე - საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics