02:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-11 14:49:31, 426 ნახვა

პოლიტიკა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) კვლევის მიხედვით, 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ 26.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის საერთო შემოსავალს აღემატება. ორგანიზაციის მონაცემებით, დანარჩენი პარტიების ჯამურმა შემოსავალმა 22.5 მილიონი ლარი შეადგინა.

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებზე დაყრდნობით ISFED-ი აცხადებს, რომ გასულ წელს პარტიების საერთო შემოსავალმა დაახლოებით 49 მილიონ ლარს მიაღწია. კვლევის მიხედვით, შემოსავლების მთავარი წყარო კვლავ შემოწირულებები იყო, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების წილი 18%-ს შეადგენდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ფინანსებზე არათანაბარი წვდომა 2025 წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა.

კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ფიზიკურმა პირებმა 18 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს, რაც ყველა პარტიის შემოწირულებების 67%-ია. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილი თანხის 68% სწორედ მმართველ პარტიაზე მოდიოდა. ISFED-ის ინფორმაციით, 91-მა პირმა „ქართულ ოცნებას“ კანონით დაშვებული მაქსიმალური თანხა — 60 ათასი ლარი შესწირა.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფინანსურად ერთჯერად ოპერაციებზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, „ერთიანობა — ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოსავლების 95% ოფისის გაყიდვიდან მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ მთლიანი შემოსავალიც ქონების გაყიდვამ შეავსო.

ISFED-ის მონაცემებით, 2025 წელს პარტიების საერთო ხარჯმა 46 მილიონ ლარს გადააჭარბა. ყველაზე დიდი დანახარჯი კვლავ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა — 23.8 მილიონი ლარი, რაც საერთო ხარჯების 52%-ს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics