01:13 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-11 17:21:05, 391 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს და მოუწოდებს, გააგრძელოს ილია II-ის გზა, გააძლიეროს ეკლესია და ხელი შეუწყოს „რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას“. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ს
მინდა მოგმართოთ თქვენს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის.

გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან. ამას გწერთ, როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლი და ის ლიდერი, რომლის დროსაც ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბით გაძლიერდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, ხალხი დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, აღდგა 300-მდე ტაძარი, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა, ხუთჯვრიან დროშას მიენიჭა სახელმწიფო დროშის სტატუსი, პირველად შემოვიდა ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსება.

მე მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ჩარევებისგან დაცვა სჭირდება.
ყველა ქართველმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მშობლიური ეკლესია და მისი სულიერი საყრდენი, სადაც მის დისკრიმინირებას არავინ დაუშვებს და პირიქით ეკლესია დაიცავს მას უსამართლობისგან და თანადგომას გაუწევს, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics