23:56 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 17:12:36, 2757 ნახვა

საზოგადოება
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.

მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ტერიტორიისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, ასევე ბიომრავალფეროვნების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით.

„ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება გულისხმობს ამ ტერიტორიაზე დაცვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას, ეკოსისტემების აღდგენას. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას ამ არეალში", - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

კანონპროექტის ძალაში შესვლა 2027 წლის პირველი იანვრიდან არის გათვალისწინებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics