|
2026-04-29 10:16:51, 9461 ნახვა
სპორტი
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 2029 წლის U20 მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ. მეზობელმა ქვეყნებმა ტურნირის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს: “მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა” - განაცხადა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. სონხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არმენ მელიქბეკიანის განცხადებით კი ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის იმედს გამოთქვამს, რომ ორივე მეზობელი ქვეყანა ტურნირს ღირსეულად უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად მასპინძლობს. მასპინძელი ქალაქების, სტადიონების და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოს UEFA-ს რანგის ისეთი ტურნირებისთვის უმასპინძლებია, როგორებიცაა 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2017 წელს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს, სადაც ჩვენთან ერთად თანამასპინძელი რუმინეთი იყო. ცნობისთვის, FIFA-ს 20-წლამდელთა მუნდიალი 1977 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას 12 გუნდი იღებს. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებული კი მაროკოს 20-წლამდელთა ნაკრებია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)