21:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-13 14:31:41, 19350 ნახვა

Lifestyle
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა

ბრიტნი სპირსი ნებაყოფლობით მოეწყო რეაბილიტაციის ცენტრში რამდენიმე კვირის წინ იგი ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს.

TMZ-ის ცნობით, სპირსი ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების რეაბილიტაციის ცენტრში მოექცა. პროგრამა, რომელსაც მომღერალი გაივლის, 30 დღის განმავლობაშია დაგეგმილი. თუმცა, TMZ იუწყება, რომ შესაძლებელია სპირსი რეაბილიტაციაში უფრო დიდხანს დარჩეს ან, პირიქით, ადრე წავიდეს, როგორც ეს მან წარსულში რამდენჯერმე გააკეთა.

Billboard იხსენებს, რომ მარტის დასაწყისში ბრიტნი სპირსი პოლიციამ კალიფორნიაში ნასვამ მდგომარეობაში მართვის ეჭვის საფუძველზე დააკავა. მომღერალი გირაოთი გაათავისუფლეს.

სპირსის წარმომადგენლებმა იმ დროს განაცხადეს, რომ ინციდენტს „არანაირი გამართლება“ არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნეს, რომ მომღერალი „აპირებს შესაბამისი ზომების მიღებას“, რაც შეიძლება იყოს „პირველი ნაბიჯი მის ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებისკენ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics