19:16 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-16 16:35:24, 264 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს

ბიზნესმენი და IT კომპანია Spribe-ის თანადამფუძნებელი ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის „ცოდნის ელჩების“ პროგრამას შეუერთდა. ის აფხაზეთიდან 10 საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის უნივერსიტეტში განათლებას დააფინანსებს.

ამ საგანმანათლებლო და კარიერული ინიციატივის მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის რეალური შესაძლებლობების შექმნა.

კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის, კახა შენგელიას თქმით, „პროგრამა განათლებასა და რეალურ სამუშაო გარემოს შორის ხიდს ქმნის - შესაძლებლობებს მაძიებელი ახალგაზრდისთვის და პარტნიორისთვის, რომელსაც შეუძლია ამ შესაძლებლობების შექმნა“.

BMG-ის ცნობით, პროგრამა პარტნიორობის მოდელზეა დაფუძნებული - „ერთი პარტნიორი, ერთი სტუდენტი“. მისი მთავარი იდეაა, რომ ბიზნეს ან კერძო სპონსორის მონაწილეობით არა მხოლოდ სწავლის საფასური ფინანსდება, არამედ უზრუნველყოფილია მენტორობა, კარიერული განვითარების დახმარება და პროფესიული ინტეგრაცია.

„ნიკა ლომიას მხარდაჭერა აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ერთ გადაწყვეტას არა მხოლოდ ერთი, არამედ ათი ახალგაზრდის გაძლიერება მათი საგანმანათლებლო გზაზე“, - თქვა კახა შენგელიამ.

კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს „ცოდნის ელჩების“ პროგრამის შემუშავებას და პარტნიორების წრის გაფართოებას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics