21:12 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-16 17:25:00, 729 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ცნობით, ლიკვიდირებულია დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მთავარი მეთაური. დონალდ ტრამპის  განცხადებით,  აბუ-ბილალ ალ-მინუკი, შეერთებული შტატებისა  და ნიგერიის ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად აფრიკაში მოკლეს. 

მედიის ინფორმაციით, ალ-მინუკი ISIS-ის რეგიონულ ლიდერად 2018 წლიდან მიიჩნეოდა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მისი განადგურებით "ისლამური სახელმწიფოს" გლობალური ოპერირების უნარი მკვეთრად შესუსტდება. 

"დღეს ღამით, ჩემი ბრძანებით, მამაცმა აშშ-ისა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა უნაკლოდ განახორციელეს ზედმიწევნით დაგეგმილი და ძალიან რთული მისია, მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტის ლიკვიდაციისთვის. აბუ-ბილალ ალ-მინუკი, მსოფლიოში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" რიგით მეორე პირი, ფიქრობდა, რომ აფრიკაში დამალვას შეძლებდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ წყაროები გვყავს, რომლებიც მისი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. მისი ლიკვიდაციით ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" გლობალური ოპერაცია მნიშვნელოვნად დასუსტდა" - დაწერა  ტრამპმა Truth Social-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics