01:42 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-16 11:50:15, 365 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა

გამახალისა იმ ფაქტმა, რომ "ოცნება" თვლის, რომ მე ჩავდივრ საფრანგეთში, ნახევარი დღე იქ ვარ და საღამოსვე უკვე დავწერე და მივაღებინე - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ოცნების" წევრების განცხადებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სალომე ზურაბიშვილის შედგენილია. 

გამახალისა იმ ფაქტმა, რომ "ოცნება" თვლის, რომ მე ჩავდივრ საფრანგეთში, ნახევარი დღე იქ ვარ და საღამოსვე უკვე დავწერე და მივაღებინე.  ჩემი რაიმე ჩარევა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ სანქციები ან მიიღონ არ წარადგინონ და ა.შ. 

მე იმისთვის დავდივარ საზღვარგარეთ, რომ დავრწმუნდე და ისინიც დავარწმუნო იმაში, რომ როგორც კი ჩვენი დრო დადგება - ესე იგი, ჩვენ შევცვლით ამ არაპროევროპულ, პრორუსულ რეჟიმს ნორმალური რეჟიმით - რომ ჩვენი გზა ევროპისკენ ძალიან სწრაფად და თანმიმდევრულად აღდგება;

როცა საფრანგეთი იღებს რეზოლუციას, ეს არ არის ჩემი დაწერილი. როცა ბრიუსელი იღებს რარაც გადაწყვეტილებას, ეს არ არის ვიღაცის შთაგონებული.ეს არის პასუხი "ოცნების" გადაწყვეტილებებზე, ივანიშვილის ქმედებებზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო.  დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics