09:39 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 00:01:03, 1031 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ

„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსში უნდა მიიღონ. ამის შესახებ გვარამიამ ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა. 

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, წარსული მხოლოდ მაშინ უნდა განიხილონ, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა.

„მე ვერ ვაიძულებ მაგალითად „ლელოს“ და „გახარიას“ ალიანსში შემოვიდნენ. მგონია, უმძიმესი შეცდომა იყო 2025 და კიდევ უფრო მძიმე გახარიას პარლამენტში დაბრუნება. მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად ღიად ვამბობ და, იმ ლოგოზე ცარიელი კვადრატის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, რომ აქ უნდა მივიღოთ ეს ხალხი. ამ ტიპის გარჩევების დრო იქნება ბიძინა რომ წავა მერე. Fair play-ის (სამართლიანი თამაში) შესაძლებლობა რომ იქნება სამართლიანი არჩევნების გზით, მაშინ გავარჩიოთ ეს ყველაფერი და წარსული“, – განაცხადა გვარამიამ.

წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ყველანი ერთად საერთო საარჩევნო სიას ნიშნავდეს, გვარამიამ დადებითად უპასუხა და აღნიშნა: „თუ ეს ყველაფერი იქნება ასე, იქნება საერთო სია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics