|
2020-03-26 15:23:49, 1792 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები თანაშემწეებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. ადგილობრივებს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებას და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი წესების დაცვისკენ მოუწოდებენ და მოსახლეობას აღნიშნულ სიტუაციაში სახლებში ყოფნას ურჩევენ. რწმუნებულებმა, ადგილობრივებს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებაც გააცნეს, რომელიც ადგილობრივებზე თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტომობილების მომსახურებას გულისხმობს სურსათის შესაძენად, ან სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების, მოხალისეთა ჯგუფის შესახებ და ინსტრუქციები გადაუდებელი საჭიროებისას. უახლოეს დღეებში საინფორმაციო კამპანიას შუახევის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები შეუერთდებიან, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, შშმ პირებს, მარტოხელებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს მედიკამენტებს და სასურსათო კალათას გადასცემენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)