|
2020-03-25 15:49:11, 1822 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ჯგუფები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შეწამვლა სპეციალური ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოების დაწყებას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ნახიდურში გაეცნენ. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინია გამოცხადებული, ამიტომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები .საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცჯგუფები მობილიზებულები არიან და სპეციალური ტექნიკით ხდება ტერიტორიების შეწამვლა. ეს სამუშაოები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების პრევენციას და დაგვეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში და დაიცვან კარანტინის წესები“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)