|
2020-03-23 23:35:10, 6949 ნახვა
Lifestyle
მეგან მარკლს სამეფო ტიტული სასწრაფო წესით ჩამოართვეს
ბუკინგემის სასახლე ძველ წყენას როგორც ჩანს პანდემიის დროსაც არ ივიწყებს. მოგეხსენებათ, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ტიტულს სულ რაღაც ერთ კვირაში ოფიციალურად დაკარგავენ, ამის მაუწყებელი წერილი წყვილს დიდიხანია გადაეგზავნა. ამ ყველაფრის მიუხედავად, სამეფო ოჯახი მეგან მარკლს თავის წევრად უკვე ოფიციალურად აღარ მიიჩნევს. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი. საქმე იმაშია, რომ მეგანს ტიტულის მინიჭების დროს, რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის, რომლებსაც სამეფო კარი კურირებს, წევრობვა დაევალა. ერთ-ერთი ასეთი უკიდურესად გაჭირვებულ ქალბატონებს სამსახურში გასაუბრებისთვის ტანისამოსს სთავაზობს. ამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მეგან მარკლი უბრალოდ სახელითა და გვარით არის მოხსენებული, ხოლო მისი ტიტული და აბრევიატურა HRH (სამეფო ოჯახის წევრი) უკვე წაშლილია. შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის დატოვების შესახებ ჟურნალისტებს 2020 წლის დასაწყისში განუცხადეს. ამ პროცესს ინგლისის პრესამ ხუმრობით "მეგსიტი"("ბრექსიტი") შეარქვა. ახალგაზრდა ოჯახი საცხოვრებლად კანადაში გადადის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)