|
2020-03-23 16:09:06, 1769 ნახვა
რეგიონი
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტში პრევენციის შესაბამისი ღონისძიებების გატარების და საჭირო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მერის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტატანაშვილის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფი დღის ბოლოს იხილავს მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელების, აფთიაქებში მედიკამენტების, სუპერმარკეტებში სურსათის მარაგის არსებულ მდგომარეობას, უმწეოთა სასადილოდან ბენეფიციარებზე მოხალისეების მიერ სადილის ბინაზე მიტანის და ბანკომატებთან მოქლაქეების რეგულირების პროცესს. მოხალისებმა მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სავაჭრო ობიექტებში თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს პლაკატები და დაარიგეს ფლეირები ახალი კორონავირუსის დაავადების, მასთან ბრძოლის და გავრცელების შესახებ. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ნანა ნონიაშვილთან ერთად მართავს დისტანციურ თათბირებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. თათბირზე განიხილება დაავადების შესახებ ადგილებზე არსებული მდგომარეობა და ეძლევათ რეკომენდაციები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)