|
2020-03-20 18:50:57, 1570 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: არ გვაქვს პანიკის საფუძველი. უნდა გვეშინოდეს დაბნეულობის და შიშის, რაც არ გვაქვს
აჭარის მთავრობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. „შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება - მოხდება აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დაკორექტირება, შემცირება და გამოთავისუფლებული რესურსი მოხმარდება კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის ინიციატივით მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე, სადაც ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები. ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში ფიქსირდება 6000-ზე მეტი მოქალაქე. სასურსათო პროდუქციის მიწოდება რამდენიმე დღეში დაიწყება და განხორციელდება სპეციალურად დატრეინინგებული პირების მიერ. ტრეინინგი ჩატარდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ. მიწოდების პროცესში ჩართული იქნება რეგიონის ახალგზრდული ცენტრი, მოხალისე ახალგაზრდები, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა, წითელი ჯვარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)