12:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 13:55:17, 5903 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ჩეხ ტურისტს ვინმე ჩაეხუტა

„გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ჩეხ ტურისტს იქ ვინმე ჩაეხუტა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განცხადა.

იმნაძემ გუდაურში მყოფ სხვა ადამიანებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ნერვიულობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში ყოფნა ურჩია.

„პირველ რიგში მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც დეტალურად გამოგვიგზავნა მისი საქართველოში მოძრაობის ისტორია თავისი ფოტოსურათებით, რომ ძალაინ გაგვიადვილა საქმიანობა და გამოძიება იმ ადამიანების ვინც იყვნენ მასთან მჭიდრო და ახლო კონტაქტში. რაც შეეხება დანარჩენს, გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს იქ ვინმე ჩაეხუტა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვნახავთ ყველა იმ პირს ვინც არის საჭირო. დანარჩენები იყვნენ მშვიდად და თუ ძალიან ნერვიულობენ დარჩნენ თვითიზოლიაციაში. რაიმე სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში შეუძლიათ მოგვმართონ სამედიცინო სამსახურებს. ჩეხი ტურისტები უკვე არიან ჩეხეთში. როდესაც ამ ადამიანმა დარეკე, მაშინვე მოხდა გადამოწმება იმისა, იყო თუ არა ის კორონავირუსით ინფიცირებული. მის მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე მიმდინარეობს მუშაობა და მის ჩეხეთში კონტაქტებზე ვიღებთ ინფორმაციას ჩეხეთის შესაბამისი სამსახურებიდან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მყოფ ჩეხ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics