17:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 10:51:19, 541 ნახვა

საზოგადოება
ელიავას ბაზრობასთან, ხანძრის ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია

წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავას  ბაზრობასთან ხანძრის ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიას, სადაც გუშინ ხანძარი მოხდა, ალაგებენ. სახანძრო–სამაშველო ჯგუფი კი, უსაფრთხოების მიზნით არის მობილიზებული.

„მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ტერიტორია უნდა დაალაგონ. მაშველები უსაფრთხოების მიზნით არიან მობილიზებულები, რადგან დალაგების პროცეში რაიმე საფრთხე არ იყოს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცნობისთვის, გუშინ, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი საღებავების საწყობს გაუჩნდა. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

ხანძრის ჩასაქრობად, ვერტმფრენის გამოყენებაც გახდა საჭირო.

ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics