|
2020-03-12 12:52:36, 1960 ნახვა
რეგიონი
ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრები ჩატარდა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და საწარმოების საქმიანობას გაეცნო. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „რაჭის ნატურალური პროდუქტი“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო, შპს „ბლაუენშტაინის“ ფერმა და შპს „ჯეოფლაუერის“ ხილისა და ჩირის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია. სააგენტო აქტიურად მუშაობს ფერმერთათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებაზე. სწორედ ამ მიზნით შევხვდით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ ფერმერებს და აგრობიზნესში ჩართულ პირებს, გავუზიარეთ ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ, გავეცანით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში სამუშაო პროცესს. ინფორმაცია მივიღეთ ამ საწარმოების შემდგომი განვითარების პერსპექტივების და არსებული საჭიროებების შესახებ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ფერმერთა და აგრობიზნესში ჩართული პირების მიმდინარე პროგრამებისა და დარგობრივი საკითხების შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით, 2020 წელს, შეხვედრები 300-ზე მეტ სოფელში ჩატარდება. დაგეგმილია პროფესიული ტრენინგების ჩატარებაც, რაც ასევე მოიცავს სადემონსტრაციო სწავლებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოქმედ საწარმოებში. რეგიონში გამართულ შეხვედრებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)