|
2020-03-04 16:40:11, 3690 ნახვა
რეგიონი
კასპში პროფესიული სასწავლებელი შენდება
კასპში გრძელდება 200 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა. თანამედროვე სტანდარტების, პროფესიული სასწავლების საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს ეფუძნება. მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტებს მოამზადებს. ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები. სასწავლებელი ხელს შეუწყობს კვალიფიციური, სერთიფიცირებული სპეციალისტების მომზადებას, შესაბამისად დასაქმებასაც. ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მისი ღირებულება 3 893 624 ლარია, რომელსაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)