17:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 14:06:49, 557 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მესამე ანგარიშის (2015 წლის 8 მაისი) მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კამპანია ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობებსა და ვალდებულებების შესახებ, რომელიც მათ ექნებათ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ. კამპანიის ეფექტიანი განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბეჭდური, ინტერნეტ და ტელე-რადიო არხებით საინფორმაციო რგოლების გავრცელება. დღეიდან, 3 აგვისტოდან ვიდეო-რგოლების ტრანსლირება მოხდება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics