20:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 12:36:39, 514 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი მღებრიშვილი დღეიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

„ სისტემაში არსებული ვითრების დეტალურ ანალიზს გავაკეთებ  და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება ვისაუბრო პრიორიტეტებზე.  მაგრამ ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო.  მე დავბრუნდი იმ ოჯახში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ როგორც საჯარო მოხელემ, ფეხი ავიდგი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაცაა და პასუხისმგებლობაც“, – აღნიშნა მღებრიშვილმა. 

გიორგი მღებრიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მიულოცა.

გომელაური დარწმუნებულია, რომ მღებრიშვილი შს სამინისტროში დაწყებულ რეფორმებს წარმატებით გააგრძელებს.

„ის მუშაობდა შს სამინისტროში და დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება. სასჯელაღსრულების სამინისტროში მან ძალიან ბევრი გააკეთა.  შს სამინისტროში დაწყებულია რეფორმები. დარწმუნებული ვარ რეფორმები უკეთესად იქნება გაგრძელებული, სიახლეები ექნებათ საპატრულო პოლიციაში, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებში“, – განაცხადა გომელურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics