16:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 15:41:07, 639 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, მთის გაძლიერება და შენარჩუნებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალმთიან აჭარაში შუამთობის სახალხო დღესასწაულზე იმყოფებოდა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მთის გაძლიერება და შენარჩუნებაა, რის გამოც  მთის კანონი მიიღეს.

" ძალიან მიხარია, რომ 21-ე საუკუნეში ეს ტრადიცია არ ჩერდება და ყოველწლიურად აღვნიშნავთ ბეშუმობას. მთელი გულით ვუერთდები თქვენს სიყვარულს. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, აჭარლების და მაღალმთიანი აჭარლების განსაკუთრებული კეთილშობილება. ვიცი, რომ  გამორჩეული ადამიანები ხართ. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ, მთის გაძლიერება და შენარჩუნებაა. ჩვენი მთავრობის დაპირება იყო მთის კანონის მიღება, იქ არის გაწერილი მთელი სოციალური შეღავათები, ეს არის პენსიების მატება მთაში და ასევე მასწავლებელთათვის სპეციალური შეღავათები. აქ ბიზნესის წარმოება იქნება აბსოლუტურად გათავისუფლებული. მთელი რიგი შეღავათებია გაწერილი.ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მთაში შევინარჩუნოთ, დავამაგროთ ადგილზე ხალხი",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics