17:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 12:32:19, 599 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა ხევსურეთში შუახნის ქალბატონს დახმარება აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ხევსურეთიდან, არხოტის სოფელ ახიევიდან შუახნის ქალბატონი ჩამოიყვანეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოში შეტყობინება შემოვიდა  იმის შესახებ, რომ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას სასწრაფო წესით  დახმარება ესაჭიროებოდა.

უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის  სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოდან მაშველებთან ერთად გაემართა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ექიმი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის  ვერტმფრენი.

ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად ქალბატონი დროულად და უვნებლად იქნა გადმოყვანილი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics