|
2020-02-25 17:22:41, 3139 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა CENN-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN წარმომადგენლებთან მარიკო წიქორიძესთან, ვახო ქოჩორაძესა და ლევან გაგოშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის დეტალები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვის ცენტრის მენეჯერი გია ყიფიანი. ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და CENN-ის დაფინანსებით, სოფელ ნახიდურში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნება. სოფელ რაჭისუბანში სასმელი წყლის რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აშენდება საქლორატორო ნაგებობა, რის შემდეგაც რეზერვუარი რაჭისუბნის გარდა კიდევ ორ სოფელს მწყნეთსა და მუხრანას მოემსახურება. პროექტის ფარგლებში ასევე სოფელ ბოლნისში სასმელი წყლის საფილტრი აპარატის დამონტაჟდებაც იგეგმება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. ბოლნისში უკვე მოქმედებს Wash საბჭო, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და Wash სტანდარტების დამკვიდრებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)