|
2020-02-24 16:02:01, 18862 ნახვა
სპორტი
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. როგორც ცნობილია მიზეზად, კვორუმის არარსებობა სახელდება. რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ დელეგატთა ნახევარზე მეტი არჩევნებზე არ გამოცხადდა. როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, ხალხი ყოველთვის ცდილობდა, სახლიდან მოეტანა ფული და რაგბი შეგვენარჩუნებინა. „აუდიტის დასკვნიდან ვიმსჯელოთ შედეგებზე. იმიტომ, რომ არავის არ ჰქონდა უფლება ბავშვების, კლუბების, თითოეული ფუნქცუინერისა და რომელიმე იმ ადამიანის, ვისაც გული შესტკივა ქართულ რაგბიზე. დღეს გამოჩნდა ყველაფერი, ფაქტი სახეზეა. ყოველთვის სიმართლით მოვდიოდი, ქართული რაგბი და ხალხი, ყოველთვის ცდილობდა სახლიდან მოეტანა ფული და რაგბი შეგვენარჩუნებინა. დღეს სხვაგვარადაა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. “, - განაცხადა აბუსერიძემ. ცნობისთვის, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძოდა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)