|
2015-07-31 11:59:04, 671 ნახვა
საზოგადოება
ბათუმელი მედიკოსები გამოცდილების გაზიარების მიზნით პოლონეთში მიემგზავრებიან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის რეგიონის მთავრობების თამანშრომლობის ფარგლებში, დღეს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბათუმიდან ორი მედიკოსი, რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე და იმუნოლოგი ლეილა ახვლედიანი პოლონეთში გაემგზავრებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ექიმები სილეზიის რეგიონის წამყვან კლინიკებში გადამზადების 2 კვირიან კურსს გაივლიან, მათ ჩაუტარდებათ როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული სწავლება. მედიკოსებს გამგზავრებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური შეხვდნენ. ცნობისთვის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2011–2013 წწ პოლონეთში გულის დაავადებათა ცენტრ „ზაბრზეში“ აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა პოლონელი სპეციალისტი ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. 2014 წელს აჭარას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია, 2015 წლის დასაწყისში კი პოლონეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)