|
2015-07-30 18:40:13, 546 ნახვა
საზოგადოება
საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზებში იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისი მემორანდუმი თბილისის საქალაქო სასამართლოს, სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა“ და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ შორის გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ და სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტის“ თავმჯდომარე ლაშა ქარჩავამ მოაწერეს. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სასამართლო სხდომის დარბაზებში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამიერიდან მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, სასამართლო დარბაზშივე გადაამოწმოს კანონმდებლობაში შესული ბოლო ცვლილებები, ვინაიდან საკანონმდებლო ბაზა სწრაფად იცვლება და ვითარდება; აღარ იქნება იმის რისკი, მოსამართლემ ისარგებლოს მოძველებული კანონმდებლობით. პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობას, სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისების პოპულარიზაციას. მემორანდუმის ფარგლებში სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 43 სხდომათა დარბაზში 129 სტაციონარულ ბრენდირებულ კომპიუტერს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე განათავსებს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)