|
2015-07-30 17:01:03, 535 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: საუნივერსიტეტო კლინიკაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ინტოქსიკაციით არა 120, არამედ 16 პაციენტია შესული
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ინტოქსიკაციით მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში თვეში 100-120 პაციენტი შედის, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურანლისტებს განუცხადა. მისი თქმით, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ კლინიკაში ბოლო თვეში არა 100 ან 120, არამედ 16 პაციენტია შესული. „ინფორმაცია, რომელიც გუშინწინდელი დღიდან ვრცელდება მედიაში, რომ კლინიკებში გაზრდილია მიმართვიანობა, კერძოდ მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში თვეში 100-120 პაციენტი შედის, გუშინ, დღის განმავლობაში დეტალურად, თითოეული სამედიცინო ჩანაწერის დონეზე გავაანალიზეთ. აღმოჩნდა, რომ არა 100 ან 120 თვეში, არამედ ამ კლინიკაში ბოლო თვეში სულ 16 პაციენტია შესული. მედია საშუალებებში იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათგან ნახევარზე მეტს ხელოვნური სუნთქვა სჭირდება. საბედნიეროდ, ამ 16 პაციენტიდან მხოლოდ 2-ს დასჭირდა ხანმოკლე მექანიკური ვენტილაცია, ანუ ხელოვნური სუნთქვა“, - განაცხადა სერგეენკომ. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტების აზრი, რომლებიც ამბობენ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით ინტოქსიკაციის ფაქტებმა მოიმატა, მედიაში გავრცელებლ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, სამინისტრო დეტალურად გაერკვევა, კლინიკების წარმომადგენლებმა მხოლოდ ნუმეროლოგიური ხარვეზების გამო გაავრცელეს აღნიშნული ინფორმაცია, თუ რაიმე სხვა მოსაზრებით. „ექსპერტების აზრი, რომლებიც ამბობენ რომ მოიმატა, დაფუძნებული იყო იმ მონაცემებს რაც მათ წაიკითხეს მედიიდან. თვეში 100-120 არ ყოფილა, ამ კლინიკაში იყო 16. რამ გამოიწვია ციფრებში ასეთი ცდომა, ამბობენ 100-120 და რეალურად არის 16, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, მე ვთვლი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია დეტალურად გაერკვიოს, ამ კლინიკების წარმომადგენლებმა მხოლოდ ნუმეროლოგიური ხარვეზების გამო გაავრცელეს ეს ინფორმაცია, თუ რაიმე სხვა მოსაზრებით. ამის პირობას გაძლევთ, რომ ამას დეტალურად, გამჭვირვალედ და ობიექტურად შევისწავლით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)