|
2015-07-30 15:59:10, 473 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვევისთვის დასჯილი იყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილისთვის ლევან ბობოხიძის საქმეთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის არგუმენტები მიუღებელია. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბობოხიძის შეწყალების გადაწყვეტილება არასრულყოფილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოხდა. მინისტრის განმარტებით, კომისიას უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია ლევან ბობოხიძე დასჯილი იყო თუ წახალისებული. გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვევისთვის დასჯილი იყო. „მე ამ შეწყალებას ვუწოდე ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ამის საფუძველი მქონდა იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული არასრულყოფილი ინფორმციის ანალიზის საფუძველზე. ჩემთვის შეწყალების კომისიის არგუმენტები მიუღებელია. კომისიას ჩემგან უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ ლევან ბობოხიძე დასჯილი იყო თუ წახალისებული. მათ ეს ინფორმაცია არ გამოუთხოვიათ. ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვვევისთვის დასჯილი იყო“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე შეიწყალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)