|
2020-02-05 18:26:36, 1431 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ბუთურაულში სტიქიის ადგილები დაათვალიერა
უხვი ნალექის შედგეგად მცირე მეწყერი განვითარდა სოფელ ბუთურაულში. შოთა მახაჭაძისა და დავით დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა. სტიქიის ადგილი შუახევის მერმა ფროდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია ადგილობრივებისგან პირადად მიიღო. ,,პირადად დავათვალიერე დამეწყრილი ადგილები, გავესაუბრე ადგილობრივებს. სტიქიის კერას გეოლოგები შეისწავლიან, საჭიროების შემთხვევაში ოჯახებს გავიყვანთ ქირით“, -აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. ხელმძღვანელმა პირმა ბუთურაულში იაშა მიქელაძის ოჯახიც მოინახულა, რომლის საცხოვრებელ სახლთან გასულ წელს განვითარდა მეწყერული პროცესები. მიქელაძეებს გაეწია შუამდგომლობა ეკომიგრანტ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)