|
2020-01-28 13:14:22, 2571 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაზრდილია, საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის 2020 წლის პირველი სხდომა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში გასული წლის საინვესტიციო პროექტები შეაჯამა და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა. ,,გასულ წელს, საინვესტიციო ხელშეწყობის წესის ფარგლებში, აჭარაში განახლდა 45 პროექტზე მეტი, ერთი მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელით. მნიშვნელოვნია, რომ გავაგრძელოთ ბიზნესის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა აჭარაში. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში შეიქმნა 2000 სამუშაო ადგილი და წელს გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გვქონდეს არანაკლებ 6000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. რეგიონში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილშიც 9 თვის მონაცემით გვაქვს 43 % ზრდა, საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდი ლარია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ნაწილში გვაქვს შთამბეჭდავი შედეგი, 2019 წლის ბიუჯეტი 95 %-ით შესრულდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს გაწეული მუშაობისთვის"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. დღეს მთავრობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომელიც რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)