01:38 - 29 May, 2026
|
2020-01-25 11:27:50, 2893 ნახვა
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით მწყემსი მოკლეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში სანადირო თოფით მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა. ის და მასთან მყოფი მეორე მწყემსი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ შორის სიტყვიერი დავა დაიწყო, რაც მოგვიანებით სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლელი პოლიციას თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)