|
2015-07-27 16:26:44, 4018 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობაში 2016-2018 წლებში განსახორციელებელი გრძელვადიანი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს, 2016 – 17 – 18 წლებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. გამგეობის ინფორმაციით, პრეზენტაციის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სამსახურების უფროსებს, თანამშრომლებს და მის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოუწოდა პროექტის დაწყებისას და მისი მიმდინარეობისას პროცესში იყვნენ უფრო ყურადღებით, აქტიურად ჩაერთონ პროექტების განხორციელების პროცესში და გამოიჩინონ სხვადასხვა მიმართულებით ინიციატივები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აუდიტორიას გამგეობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა და მათ შორის რამდენიმე პროექტი გამოყო. ედიშერ თოლორაიას განცხადებით, მიმდინარე წელს 16 საცხოვრებელი სახლი აუშენდებათ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს და როგორც გამგებელმა განმარტა, მისი მიზანია, მომავალში გაორმაგდეს და გასამმაგდეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას. 2016–18 წლებში 85 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით. განსახორციელებელ პროექტებს შორის პრიორიტეტი, საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, საბავშვო ბაღების მშენებლობა – რეაბილიტაციას, გარე განათებას, გაზიფიცირებას, სანიაღვრე არხების მოწყობასა და ხიდების მშენებლობას მიენიჭა. ედიშერ თოლორაიამ დამატებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. როგორც გამგებელმა განმარტა, ინფრასტრუქტურული პროექტები დამატებით განხორცილედება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ყულიშკარში ცენტრიდან ეკლესიამდე გზის რეაბილიტაცია; რიყე ტყაიას შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია; რიყის ცენტრიდან რუხის ცენტრალურ ხიდამდე გზის რეაბილიტაცია. უჩაშონა ყულიშკარის გზის რეაბილიტაცია. ზუგდიდი-უჩაშონას ცენტრალური გზის რეაბილიტაცია გორკის ქუჩის გავლით. დავითიანისა და ცაიშის შემაერთებელი ხიდის რეაბილიტაცია; შამადელა აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია; ჭკადუაშის ცენტრიდან წალენჯიხის ცენტრალურ გზამდე გზის რეაბილიტაცია. მუნციპალიტეტის გამგებელმა დამსწრეებს გაზიფიცირების პროექტის შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ „ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მთლიანად დასრულდება გაზიფიცირების პროცესი“. – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ. 2016–17 18 წლებში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციას გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)