16:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 13:22:14, 523 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერ ჯანელ კუროდას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და „INL“–ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე მხარებმა მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მიღწეული პროგრესი, სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. მინისტრის მოადგილემ INL-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კინოლოგიური დანაყოფის განვითარება და სხვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics