22:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-26 10:31:21, 878 ნახვა

სამართალი
შსს-მ ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტში ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1944 წელს დაბადებული რეჯეპ ადნან სირინი დააკავეს. აღნიშნული პიროვნება ჰააგას ინტერპოლის მიერ 20.05.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნება.

უწყების ინფორმაციით, რეჯეპ ადნან  სირინი დამნაშავედ არის ცნობილი ნიდერლანდების სამეფოს ოპიუმის შესახებ კანონოს მე-2 და მე-10 მუხლებითა და იარაღის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრეფიკინგსა და იარაღის უკანონო ფლობას.

შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს და ამჟამად მის  მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics