|
2015-07-25 12:39:57, 514 ნახვა
პოლიტიკა
ელმარ ბროკი: საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მიღწევები დემოკრატიული განვითარების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროკავშირთან ურთიერთობა შეხვედრის მთავარი თემები იყო. ელმარ ბროკი ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს. მთავრობის მეთაურმა დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლეს დონეზე მიუთითებს. მხარეებმა წარმატებულად და ნაყოფიერად შეაფასეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში, რომელიც მიმდინარე კვირას შედგა. შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული არჩევანისა და პერსპექტივისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)