16:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 12:09:31, 975 ნახვა

საზოგადოება
27 ივლისს აჭარაში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება

ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

ეს დღე ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰს ამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად შეირჩა, რომელმაც B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინა.

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს აცხადებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირეული 27 ივლისს დაიწყება და ათი სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდება.

27 ივლისიდან, კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს უფასო სკრინინგი შემდეგ მისამართებზე:

1). აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. (ბათუმი, გორგასალის ქ. 141/14).

2). დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო. (ბათუმი, ჯ. ქათამაძისჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება).

3). საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” . (ქ.ბათუმი, გორგასალის ქ.113 ).

28 ივლისს სასტუმრო ,,შერატონში“ მოეწყობა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სამედიცინო სფეროსა და მედია საშუალებების მონაწილეობით.

29–30 ივლისს ბათუმის ბულვარში ჩატარდება საინფორმაციო აქცია ,,ცოტა C” და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ადგილზევე ჩაიტაროს ტესტირება და მიიღოს კვალიფიცირებული კონსულტაცია.

30 ივლისს მობილური ლაბორატორია განთავსდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ცენტრში (სარფი–საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია).

31 ივლისი მობილური ლაბორატორია განთავსდება ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში

6 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართება შეხვედრა სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებლებთან.

2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია - იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი! და მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით: აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ; აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები; აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია; აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics