02:16 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 15:45:58, 4049 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ შეხვედრა გამართეს, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალურ დირექტორთან, ნინო ქაჯაიასთან, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის გასაძლიერებლად“ ფარგლებში იაპონიაში იმყოფებოდა.

შეხვედრაზე ნინო ქაჯაიამ იაპონიაში მიღებულ გამოცდილებასა და პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პროგრამა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით განხორციელდა და მასში საქართველოს სახელით ნინო ქაჯაია მონაწილეობდა.

პროგრამა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე იაპონიის ჯანდაცვის სისტემის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ ამ კუთხით უნივერსალური მოდელი შექმნა, რომელიც არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics