|
2015-07-22 16:40:48, 882 ნახვა
ეკონომიკა
"ენერგო-პრო ჯორჯია" შემოდგომაზე დენის გრაფიკით მიწოდებას პროგნოზირებს
"თუ „სემეკი“ კვლავ ამ გზით წავიდა, რაც დღეს ვნახეთ, შემოდგომაზე ვეღარ უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის შესყიდვას აბონენტებისთვის", - ამის შესახებ სემეკ-ის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბოელექტროსადგურები ტარიფის უფრო მეტად ზრდას ელოდებობდნენ, რაც „სემეკმა“ არ გაითვალისწინა. „ზრდას ველოდებოდით ობიექტურად. წარმოდგენილი გვაქვს კალკულაციები, თუმცა ბალანსი მოსახლეობასა და კომპანიებს შორის, სამწუხაროდ, ჩვენს საზიანოდ კიდევ ერთხელ დაირღვა და ტარიფის ზრდა მოხდა 0,1 თეთრით. "ჯიფაუერს" დაუჯდება 1კვტ საათის გამომუშავების თვითღირებულება 10,5 თეთრი, ხოლო ბაზარს უნდა მიაწოდოს 7,3 თეთრად. „ენერგო-პრო“-ს გამანაწილებელი კომპანია, რასაც ყიდულობს ენერგიას, თურმე იმაზე უფრო იაფად უნდა მივაწოდოთ აბონენტებს. არ გამოდის უბრალოდ. თუ ამ გზით წავიდა „სემეკი“ კვლავ, რაც დღეს ვნახეთ, შემოდგომაზე ვეღარ უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის შესყიდვას აბონენტებისთვის. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნოემბერ-დეკემბერში გვექნება გრაფიკი“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მიხეილ ბოცვაძემ. „სემეკის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაც“. „იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქნა ეს ტარიფი დათვლილი. ჩვენ კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იყო 2013 წელს და რომელიც ითვალისწინებდა ჩვენს მიერ ე.წ. ზედმეტად მიღებული მოგების გამოქვითვის საკითხს, 5 წლის განმავლობაში დარღვეული იქნა და ამჟამად ჩვენი ერთბაშად გამოქვითვის წესით, ტარიფის გადაანგარიშება განხორციელდა, რაც მძიმე იქნება კომპანიისთვის ფინანსური თვალსაზრისით და ამავდროულად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გენერაციის უწყვეტობის კუთხით გარკვეულ საფრთხეები იქმნება,“ - განაცხადა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ წარმომადგენელმა ზურაბ გელენიძემ. ცნობისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს "მტკვარი ენერგეტიკისათვის" – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დღევანდელი ტარიფი 7,319 ლარი კი 10,194 ლარით გაიზარდა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)